თვითმკვლელობები კახეთში – ორი დედა, რომელებიც ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

პოლიცია

ორი შემზარავი ტრაგედია კახეთში – ახალგაზრდა ქალებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. 30 ნოემბერს ლაგოდეხის რაინის სოფელ აფენში 34 წლის  ქალი ქმრის ოჯახში ჩამომხვრჩვალი იპოვეს; მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 1-ლ დეკემბრს კი ასევე 34 წლის ქალმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სიცოცხლე მეუღლის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, მას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ორივე შემთხვევაზე სოფლის მცხოვრებლებს „რეზონანსთან“ სუიციდის მიზეზებზე გადაჭრით საუბარი უჭირთ, თუმცა ტრაგედიის სავარაუდო მიზეზად მაინც მძიმე სოციალური პირობებ ასახელებენ.

აფენის მცხოვრები მარიამ ბუიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ადგილობრივებისთვის გაუგებარია რა შეიძლება ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მართალია, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, თუმცა ახალგაზრდა ქალს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.  

„34 წლის გოგოა, ტყუპის ცალი იყო. ყველას ძალიან უჭირს ახსნა, რატომ მოიკლა თავი. მართალია სოციალურად დაუცველები იყვნენ და გარკვეულ დახმარებასაც იღებდნენ როგორც ვიცი, მაგრამ ამის გამო მაშინ თავი მთელმა სოფელმა უნდა მოიკლას. საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. სახლში იპოვეს, ეზოში ჩამომხვრჩვალი. ძალიან კარგი გოგონა იყო და გულდასაწყვეტია, რომ ბავშვბეი ასე ობლად დარჩნენ“, – აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“.

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახშიც მსგავსი ტრაგედია მოხდა. აქაც ადგილობრივებს უჭირთ ახსნა, რა შეიძლება გამხდარიყო 3 შვილის დედის თვითმკვლელობის მიზეზი. მათი თქმით, ქალმა თავი იმ  დროს მოიკლა, როდესაც მისი ქმარი სახლში არ იყო და სატვირთო ავტომობილით რეისში იმყოფებოდა.

 გარდაცვლილის მეზობლები მისი ქმრის ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არც ცოლ-ქმარს შორის რაიმე კონფლიქტი არ გაუგიათ. ოჯახიც სოციალურად დაუცველი არ იყო და ქმარი მუდმივად შრომობდა.  

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. საწყალმა ქმარმა არც იცოდა რა მოხდა, სამუშაოდ იყო წასული და უკან რომ დაბრუნდა, ცოლი მკვდარი დახვდა. პატიოსანი და მშრომელი ბიჭი, სატვირთოს მძღოლია და მუდმივად რეისში დადიოდა შვილებისთვის საჭმელი რომ მოეტანა. 

„თავი იმ დროს ჩამოუხრჩვია, როცა ქმარი სახლში არ იმყოფებოდა. უკვვე მკვდარი ოჯახის წევრებმა იპოვეს. რომ ვთქვათ სოციალურადაც მძიმე გაჭირვებაში ცხოვრობდნენო, რთული სათქმელია, ეს ბიჭი მუდმივად შრომობდა, რაც შეეძლო აკეთებდა. კაცმა არ იცის ოჯახში რა შეიძლება მომხდარიყო, რომ ახალგაზრდა გოგონა ამ დონემდე მივიდა. მეზობლებსაც კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია“, – აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“ საუბრისას. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე, თვითმკვლელობამდე მიყავანის მუხლით დაიწყო.

რეზონანსი

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი