პრემიერმა თვითდამამცირებელი განცხადება გააკეთა, რუსეთმა კი უპასუხა ჩვენ არაფერ შუაში ვართო-გია ნოდი

გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია „მეტრონომთან“  ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის  მიერ გაკეთებულმა განცხადებამ არაფერი შედეგი არ მოიტანა. მისი თქმით, ეს იყო თვით შეურაცხმყოფელი მიმართვა, რაზეც რუსეთმა უპასუხა, რომ ის არაფერ შუაშია და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უშუალო დიალოგი ურჩია. ნოდიას თქმით, საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა რუსეთთან 2008 წლიდან მიმდინარეობს და ეს პოლიტიკა იმას არ გულისხმობს, რომ რუსეთს დახმარებაზე ხვეწნა და მუდარა დაუწყოს.

ნოდია ამბობს, რომ დღეს კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთი დიალოგისთვის ღია სივრცეს ტოვებს გაუგებარია, რადგანაც ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ კრემლმა ეს პრობლემა თავიდან სრულიად აირიდა.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართებაში სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა გაეტარებინა. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან დაკავშირებით არაფერს ვაკეთებთ. თუმცა ნოდია ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა არა მოთმინების სტრატეგიას,  არამედ მათთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, რაღაც მოგების  მიღებას გულისხმობს, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

„რუსეთმა საქართველოს პრემიერს არაფრის მთქმელი პასუხი დაუბრუნა. თუმცა კვირიკაშვილს ჰგონია, რომ მათ ურთიერთობისთვის ღია სივრცე დაუტოვეს. ის ამბობს, რომ არასწორად გაუგეს და კიდევ უფრო გაუგებარი განცხადებები გააკეთა. კრემლის პასუხი იყო, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და საქართველომ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დიალოგი თავად უნდა აწარმოონ. რაც რა თქმა უნდა, რომ წარმოუდგენელი და აბსურდია.

სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ეხება არა რუსეთთან და დე ფაქტო ხელისუფლებებთან ურთიერთობას, არამედ იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ კუთხით რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს. ეს უნდა იყოს პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არაფრის დათმობის ფასად არ დაუჯდება. კვირიკაშვილმა კი პირდაპირ მიმართა რუსეთს და უთხრა, რომ რაღაცის დათმობის ფასად მზად ვართ, რომ თქვნთან დიალოგი ვაწარმოოთ. რა უნდა დათმოს საქართველომ, ეს ხომ წარმოუდგენელი განცხადებაა.

ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა შესაძლებელია, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგ მოხდეს. ეს კი, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კრემლის მაამებლური პოლიტიკით არის დაკავებული, ამას კი რუსეთი დიდი სიამოვნებით იღებს. დანარჩენი კვირიკაშვილის განცხადება და მიმართვები არაფრის მომცემია“,-ამბობს ნოდია „მეტრონომთან“.

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი