თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მოლების და რესტორნების გახსნის დროს ასახელებს

ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ერთი კვირა ან 10 დღე დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რის შემდეგაც გაიხსნება მოლები და რესტორნები.

მისივე განცხადებით, ამ პერიოდში უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მხოლოდ მეტრო და ავტობუსი.

„ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, დიდხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ იმ რეკომენდაციის შესახებაც ისაუბრა, თუ რა პირობებით შეიძლება აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

„ავტობუსებსა და მეტროში იქნება ცოტა ადამიანი დაშვებული, ჩემი აზრით, შეიძლება გადავიყვანოთ ერთ გადაყვანაზე 10-15 მგზავრი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. რიგის გამოშვებით და სკამის გამოტოვებით განვათავსებდი მგზავრებს და სპეციალურ ნიშნებს გავაკეთებდი. ასევე გავაკეთებდი მეტროშიც.

გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებ ვენტილაციის გამართულ სისტემას ავტობუსებსა და მეტროში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – განაცხადა ცერცვაძემ „საქართველოს პირველ არხთან“ საუბარში.

loading...

პოპულარული

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ქვეყანაში პროცესები მართვადია, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება - ამირან გამყრელიძე
ინფიცირების შემთხვევების გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული - ამირან გამყრელიძე
ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება! - საქართველოს ეროვნული ლატარია
ლატარიის მოთამაშეებმა კარანტინის დროს 1 040 468 ლარი მოიგეს!
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
დაწერე კომენტარი