„თემირლანს ხელყუმბარა სროლის მერე ჩაუდეს“ – მაჩალიკაშვილების ადვოკატის სკანდალური განცხადება

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურადაა ჩადებული.

შავი ჩაი ასკილით

„ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ თემირლანს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთი მტკიცებულება სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაა. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ფიზიკურად ვერ მოასწრებდა სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება.

თვითმხილველი არავინაა. პირველ სართულზე დაკავებული იყო დედა და მამა. სპეცრაზმელები არ ელოდნენ, რომ გვერდით ოთახში იყო მისი და. რამდენიმე საათის შემდეგ შეიყვანეს მამამისი ოთახში და მან ნახა, რომ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი, გარდა იმ ხელყუმბარისა, რომელიც ოთახში იყო დადებული. იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ, მათ თავისუფლად ჩადეს საქმეში ეს ხელყუმბარა”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

loading…

პოპულარული

"ხარისხის არხის" პოპულარული წამყვანების დუეტი დაიშალა
"მომწონს საქართველოში ყოფნა"- რაზე ისაუბრა რობოტმა სოფიამ პრესკონფერენციაზე
ანუკი არეშიძემ ისევ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა 7 თვის ორსული დიზაინერი ოფიციალურ მიღებაზე (ფოტოები)
"სერავდნენ... ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, არც გამოუხედავთ ჩვენსკენ" - 22 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
დაწერე კომენტარი