თელავის სოფელ შალაურში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს თანასოფლელის ეზოში ეძებენ

ეზო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 2 წლის წინ გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის ცხედრის საძიებო სამუშაოები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

cyc

68 წლის ქალის გვამის სავარაუდო ადგილსამყოფლის დასადგენად, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელიც საგანგებოდ ჩამოიყვანეს, სპეციალური გეოფიზიკური დანადგარის მეშვეობით ცდილობდა საეჭვო ველის გამოვლენას. დათვალიერდა 1 ჰა-ზე მეტი ფართობის ტერიტორია. ექსპერტი შალვა მაისურაძე შესაბამის დასკვნას უახლოეს დღეებში დადებს.

მოგვიანებით კი სამართალდამცავებმა ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს და დაახლოებით, 10 მეტრის სიგრძეზე კონკრეტული საეჭვო ადგილი მოთხარეს. ნაპოვნი ამ დროისათვის არაფერია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი