თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

ირანის ტელევიზიის ცნობით, თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.

ირანული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

„უკრაინის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

დაწერე კომენტარი