თეა წულუკიანი ოპოზიციაში გადასვლისთვის მზადაა – “სტატუსის გარეშე უფრო ძლიერი ვიქნები”

წულუკიანი თეა

„ახალ შემადგენლობაში მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი,“ – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა.

შავი ჩაი ასკილით

წულუკიანმა იმ საკითხზე გააკეთა განმარტება, იქნება თუ არა ის განახლებული კაბინეტის ახალ შემადგენლობაში.

მან განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მისი თქმით, ის რჩება ოცნების გუნდში.

„ახალ შემადგენლობაში მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი. მე მინდა, იმ ადამიანებს, ვინც ამ კითხვას სვამენ, ვუთხრა, რომ ახალ შემადგენლობაში თუ არ ვიქნები, მე ვიქნები გარეთ, მე მექნება გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება პოლიტიკურ ასპარეზში, ჩემს გამონათქვამებში, ჩემს პოზიციებში და გარეთაც ნურავის ნუ ექნება ილუზია, ვიქნები ქართული ოცნების გუნდის მხარდამჭერი, მათი თანამებრძოლი, ვიქნებით შიგნით თუ ვიქნები გარეთ. ამიტომ, ოპონენტებისთვის ჩემი შიგნით თუ გარეთ ყოფნით დიდი არაფერი არ იცვლება. მე, პირიქით, გარეთ უფრო თავისუფალი, მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი, რადგან სტატუსი არ მექნება და კიდევ უფრო შემტევი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

loading…

პოპულარული

“ჩაჩავას”, "იაშვილის", "ღუდუშაურის" და "იმედის" სამშობიაროები დაჯარიმდა - 5 კლინიკას სტატუსი შეუჩერდა
11 წლის გოგონას 20-მდე მამაკაცი 7 თვის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა - შემზარავი შემთხვევა ინდოეთში
მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა (ფოტოები)
"ხვალ იყავით ყველაფრისთვის მზად" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი