თეა წულუკიანის გამოსვლები პარლამენტში ღვარძლიანი და ბოროტია – ოპოზიცია

თეა წულუკიანის გამოსვლები პარლამენტში ღვარძლიანი და ბოროტია – ასე აფასებს ოპოზიცია იუსტიციის მინისტრის მოხსენებას საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის წევრების თქმით, გუშინ წარმოჩინდა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სფერო. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, წულუკიანის გამოსვლის დროს ყველა ის დანაშაული გამოიკვეთა, რასაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ჩადის.

„გუშინ დავინახეთ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სფეროს ანატომია. განხილვა იყო, ფაქტობრივად, მხილება საქართველოს ხელისუფლების იმ ყველა დანაშულისა, რასაც ისინი ჩადიოდნენ 7 წლის განმავლობაში, ძალადობრივი არჩევნები, საარჩევნო, საკანონმდებლო ცვლილებები ერთი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული, ჩამოშლილი სასამართლო სისტემა,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, თეა წულუკიანი სიტყვაში გამოსვლის დროს არა ქართველ ხალხს მიმართავს, არამედ ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინაშე წარმოაჩინოს თავი.

„თეა წულუკიანის გამოსვლები პარლამენტში, როგორც წესი, ერთი მხრივ, არის უშინაარსო, მეორე მხრივ, სავსეა ხოლმე ტყუილებით და მესამე, ღვარძლიანი და ბოროტი. როგორც ჩანს, ამ ღვარძლიანი, შურით, ზიზღით, უშინაარსო გამოსვლები მოსწონს უმრავლესობას,“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ.

თეა წულუკიანი დღესაც პარლამენტშია. გუშინდელი ხანგრძლივი, ხმაურიანი განხილვების შემდეგ, იუსტიციის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა დღესაც მოუწია. დეპუტატები წულუკიანთან გამართულ 7 საათიან დებატებს შეაფასებენ და ამის შემდეგ მინისტრი კანონმდებლების კითხვებს უკვე შემაჯამებელ სიტყვაში უპასუხებს.

წულუკიანის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას მთავრობის კიდევ ერთი წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიკავებს. მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ისაუბრებს.

პოპულარული

შოკისმომგვრელი ფაქტი - 13 წლის დები ძმისგან დაორსულდნენ, დედამ იცოდა და ბიჭს ხელს აფარებდა
გინესის რეკორდსმენი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ჟიზელი 39 წლის გახდა(ფოტოები)
"გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი იმიჯით, შვილებით, ცოლით, სიცოცხლით...თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი" - მაიკო ლომიძე
"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი