თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა მორიგი ინსპექტირების შედეგად, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა

“„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა მორიგი ინსპექტირების შედეგად, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. აღნიშნულმა პირმა ვაზისუბნის ტერიტორიაზე უკანონოდ განათავსა ინერტული ნარჩენი, რის საფუძველზეც შედგა საჯარიმო ოქმი. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ აგრძელებს ინსპექტირებას 24 საათიან რეჟიმში დედაქალაქის მასშტაბით“ – განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.

cyc

შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმო „თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 15 მაისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირი – შპს „თბილსერვის ჯგუფი“, შპს „უძრავი ქონება-თბილისი“, შპს „თბილისის პარკები“ და შპს „სინათლის ქალაქი“ გაერთიანდა, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
1. დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
3. სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
4. თოვლცვენის დროს მარილის დაყრა.
5. სადრენაჯო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
6. სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
7. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
8 შადრევნების ექსპლუატაცია და გამართული მუშაობის ორგანიზება.
9. გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) მოვლა-პატრონობა.
10. გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. ღამის ინსპექტირების შედეგად „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე.

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი