თბილისში 20 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო – საფლავი წინასწარ გაითხარა და წერილიც დატოვა

თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ის ახლა გახდა ცნობილი.

„20 წლის იყო. თავი ჩამოიხრჩო. საფლავიც კი წინასწარ საკუთარი ხელით გაითხარაო. თვითმკვლელობის მოტივად არაერთი ფაქტორი სახელდება. მას ბავშვობაც სტრესული ჰქონდა. ის თავის დებთან და ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში იზრდებოდა, თუმცა, ბიოლოგიური დედა ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ ის საცხოვრებლად ოჯახში დედასთან დაბრუნდა. იყო საუბარი, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო და ამანაც განაპირობა მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამის გარდა, გარდაეცვალა ოჯახის წევრი, დის ქმარი, რომელიც მას პატრონობდა და ეს ტრაგედიაც მასზე ცუდად აისახა, ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო. ოჯახს სიკვდილის წინ წერილი დაუტოვა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი.

რა გახდა ახალგაზრდა გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ 20 წლის გოგონას დას დაუკავშირდა.

„ჩემმა დამ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი მოიკლა. ის 17 აგვისტოს 21 წლის გახდებოდა… გარდაცვლილი ჩვენმა და-ძმამ იპოვეს, მიზეზებზე არ შემიძლია საუბარი“, – აცხადებს გარდაცვლილის და.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პოპულარული

მუქარა და 5 მილიონად შეფასებული ქონების წართმევა პროკურორის სახელით - გიორგი ბადაშვილი სკანდალში ეხვევა
პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
ჩინეთი მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის- უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი