თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფოს მძღოლს, შარდენ ონიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო 5 ათასი ლარი შეუფარდა.

გირაოს შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.

მოსამართლე რომან ხორავა დაინტერესდა, რა იყო მიზეზი, რის გამოც მძღოლს ჩაეძინა, გაარკვია თუ არა გამოძიებამ მძღოლის მუშაობის გრაფიკი და სამუშაოს ხანგრძლივობა, რაზეც პროკურორმა ხათუნა მოდებაძემ უპასუხა, რომ ჯერ პროკურატურას შესაბამისი ექსპერტიზის პასუხები არ აქვს.

როგორც ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე ამტკიცებს, იმის გამო, რომ სასწრაფოს არ ყავს სათადარიგო მძღოლები, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიოლოგიური გადაღლილი ყოფილიყო.

მისი თქმით, ვირუსის გამო შექმნილ ვითარებაში გამოძახებები გახშირდა, სასწრაფოს მძღოლების შემოწმება კი არ ხდება, რასაც მსოფლიო სტანდარტი ითვალისწინებს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ეს არ არის მხოლოდ ერთი მძღოლის საქმე და ფაქტი სისტემაში არსებულ მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს.

ადვოკატი ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს, რომლითაც მძღოლის ფიზიოლოგიური მდგომარეობა შემოწმდება.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 28 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
დაწერე კომენტარი