თბილისში ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად დაესწრო.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება “Welcome to Georgia” წელს მეორედ გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო.

სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ასევე, ტურიზმისა ინდუსტრიის, მედიისა და ბიზნესსექტორის 500-მდე წარმომადგენელი.

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა პროექტ Welcome to Georgia-ს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაჯილდოების პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესსექტორის მხრიდან.

„21-ე საუკუნეში ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ინდუსტრიას წარმოადგენს, რომლის განვითარება პოზიტიურად მოქმედებს დასაქმების ზრდაზე. მაღალგანვითარებული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიას სამუშაო ადგილების შექმნაში ლიდერის პოზიცია უკავია. გარდა ამისა, აღნიშნული სფეროს განვითარება ქვეყნის და ქალაქების ცნობადობასაც ზრდის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ტურიზმის განვითარებას ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, თბილისის მერია პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები საქართველოს ყველა რეგიონიდან, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები. ასევე, ღონისძიებების და ფესტივალების, რესტორნების და საკვები ობიექტების სერვისის მიმწოდებლები, ღვინის კომპანიები, გასართობი და ბიზნეს ობიექტები. ნომინანტები ორ ეტაპად შეფასდნენ. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მეორე ეტაპზე ნომინანტები ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ფინალისტები და გამარჯვებულები პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ“ გამოავლინა.
გამარჯვებულები 19 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. გამაჯვებულ კომპანიებს შორის დასახელდნენ თბილისში არსებული სასტუმროები „კონტინენტალ ქრონ პალასი“, „ჰოლიდეი ინ“, „ქორთიარდ მარიოტი“, „ქართული სახლი“ და „ვინოტელი“.

პოპულარული

"ვაჟა იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო, ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს..." - თამილა ლაფანაშვილი (ვიდეო)
"მაქვს მოლოდინი, რომ მოიტანენ რაღაც მიუღებელს, რომელიც შეურაცხყოფის ან დაცინვის ზღვარზე იქნება" - გრიგოლ ვაშაძე
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია საოკუპაციო ხაზთან - აქციის მონაწილეებმა ჰაერში ბუშტები და თეთრი ხალათი გაუშვეს (ვიდეო)
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ წუთებში იწყება
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში აქციას მართავენ
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
„მილიონი კაცია და ჩამოყვანილი როგორაა, კამერა მიაბრუნეთ, ნახეთ რა პასუხია, გენიალური“ - ქალბატონი "ოცნების" აქციიდან (ვიდეო)
"ამდენი უპატრონო ადამიანია და ესენი კიდევ ზეიმობენ" - "ოცნების" აქციაზე ირაკლი ხომასურიძემ პროტესტის ნიშნად თავზე ნაცარი დაიყარა (ვიდეო)
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი