თბილისში ერთ-ერთი საავტომობილო ცენტრი დაიკეტა – თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

ცენტრი

თბილისში ერთ-ერთი საავტომობილო ცენტრი დროებით დაიკეტა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა მამაკაცი იმ ხუთ ინფიცირებულს შორის არის, რომლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინეს.

თავის მხრივ, აღნიშნული ქალბატონის ინფიცირების წყარო იტალიიდან ჩამოსული თანამშრომელია, რომელიც ასევე კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას გადის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევის შესახებ. საერთო ჯამში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

loading...

პოპულარული

"ჯერ არ შემოსულა, ჩინეთში მძვინვარებს" - რატომ ვერ შეიკავა ნარიმან მაქარაშვილმა სიცილი (ვიდეო)
სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
დაწერე კომენტარი