თბილისში გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.
დავით ნარმანიას განცხადებით, გენერლის განუზომლად დიდი ღვაწლი და გმირობა დაფასებას იმსახურებს და ძეგლის გახსნა, სიმბოლურად, ამის დასტურია.
„გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი გმირული ღვაწლის დაფასების მიზნით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით, დაიდგა მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა. ასევე, სიმბოლო იმისა, რომ არასოდეს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი,“- განაცხადა თბილისის მერმა.
გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. გიორგი მაზნიაშვილი ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, რის შედეგადაც ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაზნიაშვილი საფრანგეთში, ემიგრაციაში, ცხოვრობდა. 1937 წელს იგი დააპატიმრეს და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად, გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” – ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი