
24 იანვარს 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართება.
ასევე 24 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა. სხდომის ფარგლებში იგეგმება კომისიის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტების საჯარო განხილვა.