თბილისის საკრებულოში ბაგა-ბაღების ახალ სტანდარტზე მომუშავე ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბაგა-ბაღების ახალ სტანდარტზე მომუშავე ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

cyc

სამუშაო ჯგუფი, რომელიც  საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით შეიქმნა,  თბილისის ბაგა-ბაღებში ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს.

შეხვედრაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის), თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, იურიდიული და სარევიზიო კომისიების, თბილისის მერიის იურიდიული, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების  წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად აქტიური მონაწილეობა  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სამუშაო ჯგუფის მიზანი იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაა, რომლებიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გარე მონიტორინგს და შეფასების სისტემებს დაარეგულირებენ. ამასთანავე, დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს განსაზღვრავს.

სამუშაო ჯგუფი ასევე  დაწესებულების პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს შეიმუშავებს და საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრები თბილისის საკრებულოში კვლავ გაგრძელდება.
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს საკრებულოები ამა წლის პირველ აპრილამდე დაამტკიცებენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი