თბილისის მერი ოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა

 

cyc

თბილისის მერი დავით ნარმანია, ოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სხდომაზე 2017 წელს სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი არჩევნების დაგეგმვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და მიმოიხილავენ 2010-2016 წლებში არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან საკითხებს.

„აღნიშნულ სხდომაზე ძირითადი აქცენტი 2017 წელს, სხვადასხვა ქვეყნებში  ადგილობრივი არჩევნების დაგეგმვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით კეთდება. მათ შორის საუბარი შეეხება საქართველოში, შემოდგომაზე დაგეგმილ მონიტორინგის მისიას  და იმ ძირითად მიდგომებს, რა მიდგომებითაც მოხდება ადგილობრივი არჩევნების დაკვირვება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ .

რეკლამა

დაწერე კომენტარი