თბილისის მერის მოადგილემ ახალი წელი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან ერთად,  „SOS ბავშვთა სოფელსა“ და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

cyc

„SOS ბავშვთა სოფელში“ ამჟამად 11 მცირე საოჯახო სახლი და 57 აღსაზრდელია, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი კი 28 აღსაზრდელს აერთიანებს.

თბილისის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს ღონისძიებები დღევანდელი დღით არ მთავრდება,  მერია ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ყურადღებას აქცევს და  მათზე  ზრუნავს.  ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ და გავულამაზოთ ცხოვრება“- განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი