შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს კანონით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მუნიციპალიტეტებისათვის დადგენილი უფლებამოსილებების ეფექტურად განხორციელების მიზნით მხარეებს შორის მოსაზრებების გაზიარება.
მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის გამარტივების და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მიზნით სახელმწიფო პროექტი წარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და პროცესში აქტიურად არის ჩართული თბილისის მერია.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, გამგებლები.