თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს

პოლიცია

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი, ნოდარ ცხადაძე მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ოჯახში დაუდასტურეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ ცხადაძეების ახლობელმა უთხრა, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პოპულარული

ავიაკატასტროფაში კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა
მერაბ სეფაშვილის მეუღლე რეანიმაციაში მოათავსეს
"წყვილს გუ­შინ ქა­ლიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლე ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში აღ­ნიშ­ნეს..." - ვინ არიან ავარიის შედეგად გარდაცვლილი მამა და სამი შვილი
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი