“თბილისელებო რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში და რაჭველებო-ც, ვისაც სიცოცხლე კიდევ გინდათ, მინდა გაგაფრთხილოთ” – ნათია ფანჯიკიძე მიმართვას ავრცელებს

ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რაჭაში ჩასულ მოსახლეობას და რაჭველებს აფრთხილებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისელებო რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, და რაჭველებო-ც, ვისაც სიცოცხლე კიდევ გინდათ, – ჩემმა ძმამ და ჩემმა შვილმა იყიდეს ე.წ. “სგუშონკა”, რომელსაც 8 (რვა!) თვის წინ ჰქონდა ვადა გასული. რათქმაუნდა, ორივე მოწამლულია. კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ და მივადექით აყროლებულ ქილას და წავიკითხეთ ვადა. ნუ, ამათ რომ არაფერი უთხრა პროდუქტის შეცვლილმა ფერმა და გემომ, ეს ჩვენი პრობლემა და ტკივილია, რას ვიზამთ, ნდობით სავსე კაცები არიან.

თქვენ კი მინდა გაგაფრთხილოთ, როგორც ჩანს, იქ მაკონტროლებელი არ არსებობს, ვინც პროდუქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ეროვნული სინდისის მწვავე დეფიციტიცაა, ხოდა ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ საკუთარი თავების იმედი გქონდეთ და არ იყიდოთ არაფერი, ვადის შემოწმების გარეშე”- წერს ნათია ფანჯიკიძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი