„თარხან ბათირაშვილის მეუღლე სტამბოლში არ არის გადმოსული” – ბათირაშვილის მამა რძლის დაკავებას არ ადასტურებს

თარხან ბათირაშვილის, იგივე ალ შიშანის მეუღლის, სედა დურდუკაევას დაკავების შესახებ, ინფორმაცია არ აქვთ პანკისში. პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ, დურდუკაევას ოჯახის წევრმა, თარხან ბათირაშვილის მამამ გააკეთა.

შავი ჩაი ასკილით

თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ მისი რძალი შვილებთან ერთად სირიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს, თავს კარგად გრძნობდა და თურქეთში გადასვლას არ გეგმავდა. თემურ ბათირაშვილისთვის უცნობია რას საქმიანობდა სედა დურდუკაევასირიაში.

„თარხან ბათირაშვილის მეუღლე სტამბოლში არ არის გადმოსული. არა ტყუილია, მე გადმოცემით ვიცი, რომ კარგად ვარო, არაფერი მიჭირსო“- ამბობს ბათირაშვილი.

თურქული მედიის ინფორმაციით კი დაეშთან კავშირის ბრალდებით სტამბოლში 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი სედა დურდუკაევაა, რომელიც თარხან ბათირაშვილის იგივე აბუ ომარ ალ შიშანის მეუღლეა.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი