” თან გვეუბნებიან, რომ ტყეში,ტყე, სად ნახეს? იქ სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, მინდორია”

მანქანა

“ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ჟურნალისტ-გამომძიებელი ელისო კილაძე ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სისხლის წვეთებით და უცხო ადამიანის დნმ-ს აღმოჩენით პროკურატურა არ ინტერესდება. ამის შესახებ კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა. 

პროკურატურის ვერსიას არ ვენდობი. იმიტომ რომ პროკურატურის ამოცანა გახლავთ უიღბლო სიყვარულის გამო სენტიმენტალური თვითმკვლელობა… ექსპერტიზის პირველ დასკვნაში წერია, რომ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილია სისხლის წვეთები, აღმოჩენილია ის ნიღაბზე, სპორტულ ფეხსაცმელზე, მანქანის სალონში და ა.შ.. მანქანაში ასევე აღმოჩენილია უცხო დნმ-ი და პროკურატურა საერთოდ არ იმჩნევს დასკვნის ამ ნაწილს, იმიტომ რომ არც ფიქრობს, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, – თქვა ელისო კილაძემ. 

ელისო კილაძემ გადაცემაში ასევე ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე ისაუბრა. ამბობს, რომ წამლები, რომელიც ბაჩალიაშვილმა იყიდა, შეიძლება, ბებიას ან და სხვა პირს უყიდა. 

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას, რომ მედიკამენტოზური მოწამვლაა, ეს რატომ გამორიცხავს იმას, რომ არის მკვლეობა უბრალოდ არ მესმის. რატომ არის არგუმენტი თვითმკვლელობისთვის. მითუმეტეს, იქ მანქანის ტრაექტორია ვნახე, გამზრდელ ბებიასთან, რიტასთანაც შეუვლია, რატომ არის გამორიცხული, რომ ის წამლები, რომლებიც მან იყიდა, იგივე ვთქვათ ბებიას ან ვინმე სხვა პირს უყიდა, – ამბობს კილაძე.

“ქრონიკა+”-ის რედაქტორი ამბობს იმასაც, რომ ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნა დრონების გარეშეც შესაძლებელი იყო. 

თვითმკვლელობა აფექტის მდგომარეობაა, როგორც წესი და ასე კარგად ორგანიზებული, თან გვეუბნებიან, რომ ტყეში. ტყე, სად ნახეს? იქ სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, მინდორია და მინდორია გზისგან ძალიან ახლოს და დრონებით ძებნა ნამდვილად არ იყო საჭირო, მარტივად შეიძლებოდა ამ ავტომობილის აღმოჩენა თუ ის იქ იყო, – თქვა ელისო კილაძემ.

დაწერე კომენტარი