თანამდებობაც ჩაუდეს ამ ყმაწვილს? – გიორგი გუგავა მამუკა ბახტაძეზე საუბრობს

მამუკა ბახტაძე

„იმდენად ეკლექტურია, იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგოა და როგორც ჩანს, იმ გათავისუფლების თუ დარჩენის ამ სიტუაციამ იმდენად ფსიქიურ კრიზისში ჩააგდო, კარგი იქნება თუ ფსიქიატრს შევაფასებინებთ მის განცხადებებს,“ – ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ, თეა წულუკიანის განცხადებასთან  დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი გუგავას განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რა იგულისხმა თეა წულუკიანმა, როდესაც აღნიშნა, რომ თუ ქართულ ოცნებას დატოვებს, უფრო ძლიერი იქნება. იუსტიციის მინისტრის კანდიდატის თქმით, ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება.

გიორგი გუგავა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია.

გიორგი გუგავას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა საზოგადოების აქტიურობის შედეგია.

„კვირიკაშვილი გადადგა მაშინ, როდესაც მიტინგზე ბოთლი მოხვდა თავში. რა თქმა უნდა, იმ პროცესებმა გადააყენა, თორემ სხვაგვარად შეფუთავდა და სხვაგვარად მოხდებოდა ამ მოვლენების განვითარება,“ – განაცხადა გუგავამ.

გიორგი გუგავას თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები გაზარდა.

„ბლეფია თავისთავად ეს, რომ, თითქოს, მცირე მთავრობის ჩამოყალიბება უნდა და ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ერთი სამინისტრო მრავალი პორტფელით და ამ სამინისტროს ჰქვია ივანიშვილის სურვილების სამინისტრო,“ – განცხადა გუგავამ.

ლეიბორისტული პარტიის წევრი პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წელს ენმ-თვის გადარიცხული თანხა მისი ანგარიშიდან მხოლოდ ტექნიკურად გადაირიცხა.

„თანამდებობაც ჩაუდეს ამ ყმაწვილს? სად მუშაობდა ის? ის მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის მთავარ მენეჯერად და ეს ენერგეტიკული კორპორაცია ვისი იყო? ძმები ბეჟუაშვილების და იმ ხელისუფლებაში 2012 წელს ერთი ძმა იყო უმრავლესობის ლიდერი, მეორე ძმა იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი. თანამდებობაც ჩაუდეს? რა ნიშნით არჩევენ,“ – განაცხადა გუგავამ.

loading…

პოპულარული

„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„მსურს დავრჩე პატიმრობაში... ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს“ - მირზა სუბელიანი მოსამართლეს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
რუსეთში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს - ვიდეოკადრები
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
დაწერე კომენტარი