”20 წელი რომ დამჭირდეს, დედას მაინც ვიპოვი” – რა ბიზნესი წამოიწყო თამუნა მუსერიძემ

ყოფილი ტელე და რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე , 4 თვის წინ მეორე შვილის, მარიანას დედა გახდა, მაგრამ ცხოვრების რიტმი მაინც არ შეუცლია. ისევ დატვირთული გრაფიკი აქვს, საღამოები მიჰყავს, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და აქტიურად ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების პოვნაში ეხმარება.
თამუნასთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია. 2 წლის წინ, დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩნა, რომ აყვანილი იყო და მას შემდეგ ეძებს ბიოლოგიურ დედას. თუ რა გაარკვია ამ პერიოდის განმავლობაში ან რა ხდება მისი და მსახიობ სანდრო მიკუჩაზე-ღაღანიძის ოჯახურ ცხოვრებაში, თამუნამ „სარკეს“ უამბო.

– თამუნა , მარიანას დაბადებამ რა შეცვალა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში?
– ბავშვის დაბადებას ურთიერთობაში არაფერი შეუცვლია, მანამდე როგორც ვიყავით , ახლაც ისე ვართ.

– ურთიერთობის რაღაც ეტაპზე იჩხუბეთ და დაშორდით. ახლა როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი და რა შეცდომები დაინახეთ საკუთარ თავში?
– ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობთ, არ ვიხსენებთ. ყველა წყვილის ურთიერთობაში ხდება უთანხმოება, ჩვენ უბრალოდ დიდხანს გაგვიგრძელდა. მერე დავლაგდით.

Rating

– როდის იწერთ ჯვარს ან ხელს როდის აწერთ?
– ახლა, 10 ოქტომბერს უნდა გვქონოდა ჯვრისწერა, მაგრამ სანდროს გასტროლი ჰქონდა და ვერ მოვახერხეთ. 10 ოქტომბერს ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა , ამ დღეს არ ვარ დაბადებული. მინდოდა 10 ოქტომბერი მნიშვნელოვან თარიღად დარჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში და ჯვრისწერა ამ დღეს ამიტომ გადავწყვიტე. სამწუხაროდ, არ მოხერხდა, სხვა დღეს კი არ მინდა.

– ანუ კიდევ 1 წლით გადაიდო?
– ასე გამოდის.

– ქორწილს გეგმავთ, გინდათ, რომ თეთრი კაბა ჩაიცვათ?
– კი, როგორ არა, ქორწილი არასდროს მქონია და არც თეთრი კაბა მცმია. სანდროს უნდა , საბერძნეთში გავფრინდეთ და იქ დავიწეროთ ჯვარი, მე კი აქ მინდა. რაღაცებში ვერ ვთანხმდებით.

– დაბადების დღის თარიღი თუ გაარკვიეთ ან ბიოლოგიურ მშობლებზე თუ გაიგეთ რამე?
– ვერც თარიღი გავარკვიე და დედასაც ისევ ვეძებ. ერთი წელია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, გაშვილებულ ბავშვებს მშობლების მოძებნაში ვეხმარებით.

Rating

– საკმაოდ რთულ საქმეს შეჭიდებიხართ. როგორ ცდილობთ მოძებნას?
– ორნაირი სიტუაციაა ხოლმე. ერთ შემთხვევაში ადამიანებმა იციან ბიოლოგიური დედების სახელები, გვარები, მისამართები, მაგრამ არ მიდიან, უნდათ, რომ ჩვენ მივიდეთ და დავეხმაროთ. მეორე შემთხვევაში არც სახელები იციან, არც გვარები და ასეთ დროს ძალიან გვიჭირს მოძებნა. არსებობენ ადამიანები რომლებმაც იციან სიმართლე, მაგრამ არ ამბობენ. ჩვენ ვმუშაობთ , რომ ნათესავებმა სიმართლე თქვან.

– თქვენ რატომ ვერ შეძელით ეს? 
– უფრო რთული შემთხვევაა და ამიტომ. ერთი მეუბნება, რომ დედაჩემი გურული იყო, მეორე ამბობს სამტრედიიდანო, მესამე -იმერეთიდანო. ბოლო ორი კვირაა, გამოიკვეთა, რომ სამტრედიიდან არის. იქნებ ვინმემ იცოდეს ეს ისტორია და შემეხმიანონ.

– არ გიცდიათ სამტრედიაში ჩასულიყავით და თავად მოგეძებნათ?
– დასავლეთ საქართველოს სოფლები ფეხით შემოვიარე და სამტრედიაშიც ვაპირებ ჩასვლას. ბოლომდე ვიბრძოლებ, სულ რომ 20 წელი დამჭირდეს, მაინც ვიპოვი.

– წარმატებას გისურვებთ. თქვენს საქმიანობაში რაიმე სიახლე ხომ არ არის? 
– შარდენზე მეგობართან ერთად გავხსენი ობიექტი, გარეთ დიჯეი უკრავს, შიდა ტერიტორიაზე ლაუნჯი-კარაოკეა, ძალიან მისაღები ფასებია, რადგან სულ ჩვენი მეგობრები დადიან. წამყვანს ვეძებ მინდა ჩემნაირი ვიპოვო.

ჟურნალი “სარკე”

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი