“თამთა თოდაძე ნაცემი არ არის” – ილია ჯიშკარიანის ადვოკატი

სექსუალური ძალადობის საქმე – ილია ჯიშკარიანის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს.რგორც მარიტა კუბლაშვილი ამბობს, თამთა თოდაძის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დარტყმის შედეგად არ არის მიყენებული.
“სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაა ჩატარებული, რომელიც გვეუბნება იმას რომ თამთა თოდაძე ნაცემი არ არის, უშუალოდ არ არის მიყენებული მასზე დარტყმა ბლაგვი საგნისგან არ არის შეშუპება და სისხლჩაქცევა.
თოდაძის უფლებადამცველი დეპუტატის ადვოკატს სიცრუეში ადანაშაულებს და ამობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია.
”აღენიშნებოდა დაზიანება ფეხის არეში, რაც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ეს დარტყმა მიყენებულია ბლაგვი საგნის შედეგად, დაზიანებები აღწერილია დეტალურად” – აღნიშნავს თოდაძის უფლებადამცველი.

დაწერე კომენტარი