თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოითხოვს მოწევა სიგარაბარებსა და სამორინეებშიც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოითხოვს, მოწევა სამორინეებსა და სიგარაბარებშიც აიკრძალოს. ორგანიზაცია აპირებს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს.

ალიანსის დირექტორმა, გიორგი ბახტურიძემ On.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ ამის მიზეზი კონკრეტული პირების მხრიდან კანონისთვის გვერდის ავლის მცდელობაა. მისი თქმით, ალიანსი ამ გამონაკლისის მიღებას არ დაუშვებს:

“სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მოითხოვს, რადგანაც სამორინეში დაშვებულია მოწევა ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებშიც დავუშვათო. ეს კანონი უკან არ დაიხევს, შეეგუონ ეს ბატონები. პირდაპირ კრიმინალია ეს ბიზნესი და კანონი მათ არ მოერგება.”

ბახტურიძე ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნა არის “მხოლოდ სულელური მოსაზრება, რომელსაც პარლამენტი უარყოფს”

“თუ რამე ცვლილება შევა პირიქით – უფრო გამკაცრდება. თუ მოხდება კანონის გადახედვა, მხოლოდ გამკაცრების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვავაში პასუხს აგებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღების პირი” – განაცხადა მან.

ბახტურიძის თქმით, ისინი პარლამენტს მიმართავენ ინიციატივით სალიცენზიო პირობები გაუუქმდეს სიგარაბარებსაც. On.ge-ს კითხვაზე როგორ წარმოუდგენია ბახტურიძეს სიგარაბარი, რომელშიც მოწევა აკრძალული იქნება, ის პასუხობს:

“სიგარაბარი არ იარსებებს საერთოდ. ვსიო, დამთავრდა, მოწიონ სადაც უნდათ – სახლში ან ქუჩაში. სხვაგან ვეღარსად ვეღარ მოწევენ. ეს არის უკვე ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა.”

გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარაბერისთვის სპეციალური ლიცენზიის შესყიდვის უფლებამ ხალხის დააბნია და უცხო პირები რესტორნების მფლობელებს თაღლითურად სთავაზობენ მოწევის დასაშვებ ლიცენზიას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ამოქმედდა ცვლილება რომლის მიხედვითაც, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალა, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. გამონაკლისისია – სამორინეები და სიგარაბარები.

“on.ge”

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი