თამარ ტალიაშვილი თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს

თამარ ტალიაშვილი თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს

cyc

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღე მიულოცა და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.
საკრებულოს წევრმა თეატრის მისიაზე, ასევე აღნიშნული სფეროს კიდევ უფრო განვითარების მიზნით გაწეული დახმარებებისა და სამომავლო გეგმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, ქართული თეატრის დღის აღნიშვნა 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ პირველი სპექტაკლის დადგმას უკავშირდება და ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული ქართული სასცენო ხელოვნება საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს მსოფლიო კულტურულ რუქაზე ბრწყინვალედ წარმოჩინების მისიას ღირსეულად ასრულებს.
მისივე თქმით, ჯერ მარტო გასულ 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტმა 50-დე ახალი თავისუფალი თეატრალური პროექტი წაახალისა და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა.
,,ვატარებთ და ვაფინანსებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური თეატრალური სივრცეც, სპეციალური ტრენინგ ცენტრით თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ბაზაზე მიმდინარეობს. სწორედ დღეს ახმეტელის სახელობის თეატრი დაარსების 35 წლის იუბილესა და სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 130 წლისთავს აღნიშნავს.
თეატრის სიდიადეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა შემოქმედების სინთეზი ქმნის’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და თეატრის თითოეულ მოღვაწეს კიდევ არაერთი პრემიერა და ბევრი აღტაცებული მაყურებელი უსურვა.
დღესვე, თეატრის დღესთან დაკავშირებით თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში „წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება, რომლის ფარგლებში გამოჩენილი მსახიობების – ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის სახელობითი ვარსკვლავები გაიხსნება.

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი