თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ-ოპოზიციამ ინტერპელაციის მეთოდი აამოქმედა

თამარ ჟვანია

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტში მოუწევს. საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდით სარგებლობს, რომლის მიხედვითაც თვის ბოლო კვირას დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერი თანამდებობის პრის დაბარება შეუძლიათ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიცია ინტერპელაციით  მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა დაიბარეს, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ენმ განაცხადს უკან გაიწვევს და ინტერპელაციით  თამარ ჟვანიას დაიბარებს.

სხვა მწვავე კითხვებთან ერთად, თამარ ჟვანიას განმარტებების გაკეთება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანაზეც მოუწევს.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი