“ევროვიზიას ტრაგიკული პატრიოტული სიმღერა არ სჭირდება”-თამარ ივერი

„იმედია სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებთ, რომ იმ კონკურსზე უფრო „ზოგი ასე უბერავს“ სტილის სიმღერა უნდა წაიღოთ და ისიც ინგლისურ ენაზე!! არანაირი ცეცხლები, შავი ფერები და დრამატიზმი მეგობრებო,“ – ასე ეხმაურება ქართველი სოპრანო თამარ ივერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე გამოეთიშა.

მისი თქმით, ეს ბრჭყვიალა კონკურსია, სადაც ოკუპაცია და ეროვნულობა არავის არ აინტერესებს. 

„ძალიან გული დამწყდა ოთოს კონკურსიდან გამოთიშვის ამბავზე. ის ბუნებით ლიდერი, იშვიათი მდიდარი ტემბრის და ექსპრესიის მომღერალია. შეიძლება ყველაზე უკეთესიც ვინც მანდ დგას მაგრამ….არსებობს ერთი მაგრამ, ჯერ ერთი უნდა ვაღიაროთ რომ სიმღერა იყო მუსიკალურად შეუკვრელი, სუსტი, მოსასმენად რთული და მძიმე და მეორეც….ეს ჩვენ ვართ ქართველები და გვსიამოვნებს ეს პატრიოტული სიმღერები… წინ იარე! ვარადა! თუ შავლეგო!….ის პუბლიკა იქ ჩასულია უშუალოდ ტვინის საღლიტინოდ და გასართობად. ჟიურიც, ხალხიც მომართულია, რომ ნახოს რაღაც ბრჭყვიალა, ახალი, საძიგძიგო სტილი და მათ ასი წელი არ სჭირდებათ ვინმე ერის მიერ გამოტანილი მათი ტრაგიკული თუ პატრიოტული სიმღერა, რაც უშუალოდ მხოლოდ ამ ერის ხალხს ფხანს გულს… მით უმეტეს, ქართულ ენაზე შესრულებული. არ სჭირდებათ ეს შენი მუშტები, ეროვნული ელემენტები, რაღაცის მტკიცება, ვიღაც თუ რაღაც ძალისადმი „დედის ტირება, დრამატიზმი. აბა გადახედეთ, რამდენჯერ გაუმარჯვია ევროვიზიაზე დრამატულ,ეროვნულ და ღრმა სიმღერას?ალბათ თითქმის არც ერთხელ. მით უმეტეს ყოველგვარ პატრიოტულს და ქართულ ენაზე ნამღერს… პოლიტიკურ განცხადებაში გითვლიან და რომ გაგამარჯვებინონ… შიშობენ, რომ ამ გამარჯვებას მისი ქვეყნისგან სხვა სარჩული დაედება.რატომ ვერ ვისწავლეთ აქამდე ჭკუა ვერ ვხვდები. ადრეც წავიდნენ ბიჭთა კვარტეტი, მარიკო ებრალიძე….ეროვნული ელემენტებიანი სიმღერებით და ისინიც კულტურულად გამოუშვეს. მოდით რა, დავიჯეროთ რომ ეს ის ზედაპირული, ბრჭყვიალა, უაზრო კონკურსია, სადაც არავის არ სჭირდება შენი პატრიოტული სიმღერებით დაგრუზვა და შენი Страсти -Мордасти
მოდიან უშუალოდ გასართობად, ლაითი, საცეკვაო, სახტუნაო ან რაიმე სასიამოვნო რომანტიკული სიმღერების მოსასმენად და მჯერა რომ ასეთივე სიმღერაც გაიმარჯვებს. კონკურსი გვერდით იყოს, თავად მე რომ ვიწყებ უცხოელ მეგობრებთან ან კოლეგებთან საქართველოზე, მის ტერიტორიებზე და პრობლემებზე საუბარს….სად გადასხდნენ არ იციან. ხელად ზოგს საპირფარეშოში უნდება, ზოგს ეჩქარება და ზოგიც ბუფეტში გარბის. არავის არ სურს შენი ეროვნული თუ პოლიტიკური პრობლემებით თავის დაგრუზვა. არავის სურს რომ შენი ნაამბობით ჩააფიქრო, ჩაახვედრო,დასკვნები აკეთებინო. რაც უფრო გააცინებს და გაუმსუბუქებს ცხოვრებას…ის თემა აინტერესებს. აბა წარმოიდგინეთ,ვიღაც პალესტინელი ან ავღანელი დაგიჯდეს და მის პოლიტიკურ პრობლემებზე დაგიწყოს საუბარი….იგივე ეფექტი გვაქვს ჩვენც მათთან….მით უმეტეს თუ ასეთი იმპულსები ევროვიზიის სცენიდან მოდის. ასე რომ, იმედია სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებთ, რომ იმ კონკურსზე უფრო „ზოგი ასე უბერავს“ სტილის სიმღერა წაიღოთ და ისიც ინგლისურ ენაზე!! არანაირი ცეცხლები,შავი ფერები და დრამატიზმი მეგობრებო!! ევროვიზიას ჩვენი ცრემლების არ სჯერა,“- წერს სოციალურ ქსელში თამარ ივერი. 

ოთო ნემსაძემ ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალზე გუშინ იმღერა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გავიდა და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.

პოპულარული

სკანდალი ოქრუაშვილის სარჩელზე - "გაირკვა რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია... სამხარაული გაყალბებაზე უარს ამბობს..."
ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს სერვერი გატეხეს - გატანილია 7.5 ტერაბაიტი ინფორმაცია და გამჟღავნებულია საიდუმლო პროექტები
"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს" - ეკა კვესიტაძე
"ამ კადრების მერე ვინმეს გამართლებას რომ შეეცდებით, რა უნდა გელაპარაკოთ" - მაკო გომური (ვიდეო)
დაწერე კომენტარი