თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო ადვოკატს და ოჯახს ექსპერტიზის ბიუროში, გახსნილი დახვდა

ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, რომლის შესწავლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დღეს უნდა დაეწყო და ადვოკატისა და მშობლების თანდასწრებით გაეხსნა, აღმოჩნდა რომ უკვე გახსნილია და გამოძიებაც დასრულებულია.

ექსპერტიზის ბიუროში შესვლამდე, ბაჩალიაშვილების ადვოკატი ამბობდა, რომ 23 წლის პროგრამისტის პირადი მობილური მის თვალწინ 22 ივლისს დალუქეს, მაშინ როდესაც დაკარგული ახალგაზრდას ცხედარი მისივე მანქანაში ნახეს.

აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ბაჩალიაშვილის მობილური  ტელეფონი 24 ივლისს ისე გახსნა და საგამოძიებო მოქმედებები ისე ჩაატარა, რომ არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისთვის არ უცნობებია.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ტელეფონის ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია.

ადვოკატი და ოჯახი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც გამოძიებას არ ენდონ.

დაწერე კომენტარი