“თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო” – გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

სანაია.jpg

“რაც შეეხება მკვლელობის დაგეგმვას, თამაზ თამაზაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო. ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო”… – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი საუბრობს. ის სწორედ რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, საუბარი დუისში შედგა.

cyc

რაც შეეხება თქვენი ძმის მკვლელობას, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნება. ეს უკვე შენი პრობლემაა. ამას უკვე თამაზაშვილი ეუბნება [ჭიჭიაშვილს], ხან ბაკურაძე საუბრობს, ხან თამაზაშვილი… 

[თამაზაშვილმა] უბრალოდ უთხრა [ჭიჭიაშვილს], შენი გასაკეთებელია. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო…

მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, ეგ უნდა მოშორდეს, ძაან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო. ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო… მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე, – ამბობს ციხისთავი. 

მისივე თქმით, ამ შეხვედრას შემთხვევით ჭიჭიაშვილის ძმის სიდედრი, ნაირა მარგოშვილი შეესწრო, რის შემდეგაც ის რამდენიმე დღეში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ შეხვედრას შემთხვევით შეესწრო შოთა ჭიჭიაშვილის ძმის სიდედრი, ნაირა მარგოშვილი, რაზეც თამაზაშვილი გაბრაზდა, ხვალ მთელს პანკისს ეცოდინება ამ შეხვედრის ამბავიო. ნაირა მარგოშვილი რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ტყეში იპოვეს, – იხსენებს ციხისთავი.

კოტე ციხისთავი ამბობს, რომ თამაზაშვილისთვის საჭირო იყო მოტივი, რატომ უნდა მომხდარიყო გიორგი სანაიას მკვლელობა. ეს მოტივი კი, ამ შემთხვევაში, კასეტა და ვიდეოჩანაწერები გამოდგა… 

მანამდე რაღაც კასეტასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ეს ჭიჭიაშვილმაც არ იცოდა… როდის იყო, დანაშაულს ჩადიოდი და კასეტა გადაუღო იმას, ასეთი არაფერი გამიგია. მაგრამ რაღაც შემთხვევაში, რაღაც დანაშაულის კასეტა მოიტანა იმან, ეს დანაშაული იყო მომხდარი, მოკლედ რომ გითხრათ, მთელი ეს ყველაფერი კონფლიქტის პროვოცირებასა და გაღვივებას ემსახურება. როგორც იქიდან გადმოდევნილ ჩეჩენ ბოევიკებს შორის, ისე ქისტებსა და ქართველებს შორის… ეს კასეტა დაიწუნეს მერე და სხვა კასეტა გადაიღო ჭიჭიაშვილმა. მთავარია ყოფილიყო მოტივი, მულტფილმიც რომ ყოფილიყო ჩაწერილი, მაინც… – ამბობს ციხისთავი. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი