თაკო ჩარკვიანი კახა კალაძეს: პაწია კახი, წესიერი ბიზნესი კარგია

თაკო ჩარკვიანი-კალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ სტატუსს აქვეყნებს და დედაქალაქის მერს მიმართავს. პოლიტიკოსი მისი მეუღლის ქონების წარმომავლობაზე საუბრობს და ამბობს,რ ომ ბიზნესმენის შრომით ნაშოვნი ქონება საეჭვო არ არის. 

განცხადება ქალაქის უზრდელი მერის და მისი ტროლების საყურადღებოდ!!!!!!!!

ჩემს მეუღლეს ბიზნესმენ ჯონი გიგანს, რომელიც, არც რაიმე თანამდებობაზე ყოფილა ოდესმე, არც საკანონმდებლო ორგანოში, ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, ან ან……აქვს ბიზნესი მრავალი წელია( ყოფილი სპორტსმენი-ძიუდოისტია, ერთი წესიერი , უაღრესად მშრომელი ვაჟკაცი და პატრიოტი კაცია, ბიზნესი მრავალი წელია აქვს, სანამ გავიცნობდი მანამდე, ყველას ახსოვს ალბათ სავაჭრო ცენტრი “ მორკინალი” )და შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება, მხოლოდ თავისი შრომით და კანონიერი გზით (და ეს ,საბედნიეროდ ,თბილისი პატარაა და ყველამ იცის), კორუფციონერი ჩინოვნიკებისგან , განსხვავებით, რომლებსაც ბიუჯეტიდან ხალხის ფული- პენსიონერის და ახალგაზრდების ფული სახლში მიაქვთ, თუ რაიმეს ფლობს ბიზნესმენი გიგანი, მხოლოდ პატიოსანი შრომით და კანონის სრული დაცვით , ეს მიწის ნაკვეთი იქნება ( რომელიც 2008 წელს შეძენილია და რაც უმნიშვნელოვანესია და ხაზგასასმელი- არა რეკრეაციულ ზონაში, ვიმეორებ არა რეკრეაციულ ზონაში,ეს ადგილი 2012 წელს გამოცხადდა რეკრეაციულ ზონად კალაძის მიერ და სახელმწიფომ 40 მილიონი გამოყო ადგილმონავცლეობისთვის, რადგან კერძო საკუთრებაა და კანონიერად შეძენილი ჰქონდა ყველას, რაზეც რათქმა უნდა დათანხმდა ყველა, მათ შორის ჯონიც, მაგრამ ეს 40 მილიონი ნაცნობ მეგობრებზე გადაანაწილეს და არანაირი მონაცვლეობა არ მოხდა, უფრო სწორად შერჩევით მოხდა, ანუ როგორც სჩვევია ქალაქის მერს ,ვისაც უნდოდა გაუცვალეს. სად წავიდა ის 40 მილიონი უფალმა იცის, მოგვიანებით ტელევიზიით თქვა მერმა: მე უნდა ავაშენო აქ “ კომერციულ არანჟერიასო”, იმ წუთში მივხვდით რა თაღლითობასაც ჰქონდა ადგილი, ალბათ ვაკის პარკში რომ სიმახინჯეებს დგამენ ისეთი, ესენი ხომ თაღლითობის გადასაფარად კორპუსებს-არანჟერიებს ცენტრებს – კომპლექსებს ეძახიან.

“პაწია კახი”!!!! კარგად დაიმახსოვრე -წესიერი ბიზნესი კარგია -ქვეყნის განვითარებაა, აი ხალხის ბიუჯეტით ცხოვრება და ქრთამად მიღებული ჯიპებია სირცხვილი მერ!!!“, – წერს თაკო ჩარკვიანი. 

დაწერე კომენტარი