“თაკოს მკვლელი მამაჩემია, თაკო კი ჩემთვის დაზე ძვირფასი იყო”- ვეფხვია ბაქრაძის შვილი

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ქალიშვილი ლიკა ბაქრაძე მომხდარის მოტივის დადგენას აპირებს.

მისი თქმით, სამქეს ბოლომდე მიიყვანს, დადგან “თაკოსთან მართალი იყოს”.

“თაკოს მკვლელი მამაჩემია, თაკო კი ჩემთვის დაზე ძვირფასი იყო. ამ ცოლთან კონფლიქტს არ შევსწრებუვარ, ფიზიკურს მით უმეტეს, შეიძლება სიტყვიერი იყო. გარდაცვლილთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია, მხოლოდ ამ ურთიერთობის, დედის გამო ხდებოდა კონფლიქტები. თაკოს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ყოველთვის წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა ერთად ყოფილიყვნენ. მე და თკოს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ამაზე არც ვლაპარაკობდით. უბრალოდ ვიცოდი რომ თაკოს არ უნდოდა. შეიძლება მოტივი ესეც გამხდარიყო, ვერ გეტყვით. იმ დროს ის ადამაინი არ იყო, რომელსაც მამაჩემი ჰქვია. მე ამას ვერ დავიჯერებ,რომ მამაჩემმა საღ ჭკუაზე ეს ყველაფერი ჩაიდინა. არანაირი გამართლება არ აქვს ამ დანაშაულს. თაკოს რაც არ უნდა ეთქვა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, მით უმეტეს, ბავშვებიც იქ იყვნენ. ჩემ თვალწინ იზრდებოდნენ ის ბავშვები. თუ რამის დაშავება უნდოდა, დაეშავებინა იმისთვის, ვინც ამას იმსახურებდა”, – განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.

პოპულარული

"ეს იყო დაცინვა და მასხრად აგდება... მოცდის დროც აღარ მაქვს" - დავით სოკოლოვის ემოციური მიმართვა კახი კალაძეს
"ჯეოსელი" გათიშულია - ასიათასობით აბონენტი კავშირის და ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი
„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს... ნუ ბრაზდებით"- კამათი ჟურნალისტსა და პრეზიდენტს შორის (ვიდეო)
"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ" - როგორ გამოიყურება რუსი მორაგბე ბორჯღალოსნებთან ჩხუბის შემდეგ
დაწერე კომენტარი