“თავისუფლების მოედანზე ვნახე თავისუფლება აღკვეთილი საზოგადოება… თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,დუმდა სიონი და დუმდა ხალხი” – 14 დეკემბრის აქციის შეფასება შალვა ნათელაშვილისგან

ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

თავისუფლების მოედანზე ვნახე თავისუფლება აღკვეთილი საზოგადოება, სევდის ოკეანეში, გულნატკენი ქართველებით სავსე. ალბათ ასე გამოიყურებოდა ხალხი 1921 წელს, რუსეთის ოკუპაციის დღეს, კოლაუ ნადირაძის ლექსით–თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,დუმდა სიონი და დუმდა ხალხი— დიახ, მზის მიუხედავად თოვდა და წვიმდა ამ ადამიანთა სულებში. სახელმწიფო აპარატი სრულად უნდა იყოს დეპარტიული და პოლიტიკური მმართველობის შეცვლა არ უნდა იწვევდეს მათ სამსახურებიდან გაყრას, მათზე შანტაჟსა და ტერორს. მხოლოდ პროფესიონალიზმი, წესიერება, არაკოპუმპირებულობა უნდა იყოს განსამზღვრელი მათი მოღვაწეობა–წინსვლისათვის და არა პარტიულობა, მონობა, მოძალადეობა, ძლიერთ ნათესაობა-ახლობლობა.

ბოდიშით, რომ ვერ დაგიცავით.

დაწერე კომენტარი