„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს

shalva shavgulidze

თავისუფალი დემოკრატებს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რიგგარეშე ყრილობაზე პარტის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე ერთხმად აირჩიეს.
შავგულიძის კანდიდატურა დელეგატებს პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.

cyc

შავგულიძის შეფასებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხელისუფლების უზურპაციის გზას დაადგა და ცდილობს ყველა სახელმწიფო უწყებაზე კონტროლის დამყარებას.

შავგულიძის თქმით, სახელისუფლებო პარტია ამ სურვილსაც გასცდა და ის მედიის გაკონტროლებას ცდილობს.

“ჩვენთვის არასდროს ყოფილა წამყვანი თანამდებობები და რეგალიები. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი განვითარება და ამ მიზნისთვის ბრძოლა”, – მიმართა შავგულიძემ პარტიის წევრებს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი