დოდო გუგეშაშვილი: თავდასხმის უკან შესაძლოა ფსიქიკურად შერყეული სექტა იდგეს

დოდო გუგეშაშვილი

„სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია და ვერც მოვიაზრებ ვინ შეიძლება იდგეს თავდასმხის უკან, გარდა ფსიქიურად შერყეული ჯგუფისა ან სექტისა“, – ასე უპასუხა პოლკოვნიკმა და აფხაზეთის ომის ვეტერანმა დოდო გუგეშაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ ვინ შეიძლება იდგეს მასა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის უკან.

დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ ის გამოძიებას ვერ დაეხმარება, რადგან თავდამსხმელის იდენტიფიცირება მისი ჩაცმულობიდან და სახის ნაკვთებიდან გამომდინარე, არ შეუძლია.

„სამწუხაროდ, გამოძიებას ვერ ვეხმარები, გამოდინარე იქიდან, რომ თავდამსხმელი არც ჩაცმულობით, არაფრით გამორჩეული არ იყო. კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული, შუბლი დაფარული, წარბი დაფარული, გაუპარსავი, სახის არცერთი ნაკვთი არ ჰქონდა დასამახსოვრებელი ჩემთვის და სამწუხაროდ, ვერაფრით ვეხმარები გამოძიებას“, – ამბობს დოდო გუგეშაშვილი.

გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ რადგან თავდამსხმელმა მასაც ესროლა და მის შვილსაც, მისი სამიზნე ორივეა.

„ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ჩვენ ორივეს გვეროლა, ვფიქრობ რომ ორივე ვიყავით სამიზნე“, – ამბობს გუგეშაშვილი.

შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი