„წაღებულია ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები“ – შეიარაღებული თავდასხმა მაღაზიაზე 

მაღაზია

თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა – ყაზბეგის 28 ნომერში მდებარე მაღაზიიდან, სავარაუდოდ, ძვირადღირებული სასმელია წაღებული. „მთავარი არხის“ კითხვებს თავი აარიდეს როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა , ასევე მაღაზიის მეპატრონემ და გამყიდველმა.

დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი