თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად, სავარუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთისკენ წავიდა

ვიდეო

გამტაცებელი და 3 მძევალი, რომლებმაც დატოვეს საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია, არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდებიან. გამტაცებელი, სავარაუდოდ, კვალის არევის მიზნით გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

შეიარაღებულმა პირმა, ხელყუმბარით ხელში, ბანკის შენობა, დაახლოებით ორი საათის წინ, სამ მძევალთან ერთად დატოვა.

დაწერე კომენტარი