„ზღვაში წვეთია, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ“ – გახარია ომის წლისთავზე დევნილებს ბინას გადასცემს

გახარია

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დევნილებისთვის ბინების გადაცემა საზეიმოა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ამ ბავშვების მომავლისთვის უნდა გავაგრძელოთ და ასეთი დღეებიც უნდა ვიზეიმოთ. გიორგი გახარიამ ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ 7 აგვისტო, ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესია.

„დღე, როდესაც დაწყებულმა ომმა დაგვაკარგინა ჩვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები, 20 % ტერიტორია და რა თქმა უნდა უაღრესად სიმბოლურია, როდესაც დღეს რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ ვზრუნავთ და ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს, რომელსაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. გვესმის, რომ ზღვაში წვეთია როდესაც ჩვენს დევნილებს 251 საცხოვრებლს გადავცემთ. ადამიანებს რომლებსაც ომის შედეგად საკუთარი სახლების დატოვება ამოუწია და საკუთარი ჭერი არ აქვთ დღემდე. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 ათასზე მეტი საცხოვრისი და წელს, წლის ბოლომდე კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ამ ბავშვების მომავლისთვის უნდა გავაგრძელოთ და ასეთი დღეებიც უნდა ვიზეიმოთ“, – განაცხადა გახარიამ.

დაწერე კომენტარი