თბილისის ზღვაზე მოკლული ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია – დაკარგულია კვიციანის ძმისშვილიც

ემზარ კვიციანი

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია, რომელსაც ასევე ეძებენ. ამის შესახებ ემზარ კვიციანმა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ მის ძმისშვილს მეორე დღეა, ეძებენ. საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ჩართული.

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული გუშინ იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პოპულარული

მუქარა და 5 მილიონად შეფასებული ქონების წართმევა პროკურორის სახელით - გიორგი ბადაშვილი სკანდალში ეხვევა
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
"ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება" - სარალიძე მკვლელობის მონაწილეებს მიმართავს
თენგიზ სიგუას სიონის ტაძარში გადაასვენებენ
დაწერე კომენტარი