„ზუსტად ვიცი, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი, პირიქით ის არის მსხვერპლი”- რუსუდან შარაძე

რუსუდან შარაძე-გიორგი ბარათელი

 

„ზუსტად ვიცი, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი, პირიქით ის არის მსხვერპლი და მისი ცხოვრების საუკეთესო წლები, 10 წელიწადნახევარი ჯოჯოხეთში გაატარა”, – ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში განაცხადა.

„გურამ შარაძის მკვლელობა ისე უნდა მომხდარიყო, რომ მას პოლიტიკური სარჩული გამოცვლოდა. ამას უნდა მისცემოდა პირადი სახე, მაგრამ საბედნიეროდ, მამაჩემის ცხოვრებაში არ არსებობდა არავითარი კომპრომატი, არ არსებობდა არავითარი მომენტი, რაც მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ და ამით პოლიტიკურ სარჩულს გამოაცლიდნენ და ოჯახსაც გააჩერებდნენ. სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი პოლიტიკური მკვლელობა მომხდარა და ასე ბინძურად წაუყვანიათ პირად მოტივებზე. ბარათელს რაც შეეხება, ვინაიდან მამაჩემის ცხოვრებაში ვერავინ ვერ იპოვეს, ამიტომ ჩემი ძმის ირგვლივ საუკეთესო კანდიდატურა იპოვნეს. ასე მოხდა გიორგი ბარათელი ამ საქმეში და რომ ეს ყველაფერი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა ყოფილიყო. ყველამ იცის, რომ ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა”, -განაცხადა შარაძემ.

 

loading…

პოპულარული

„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი