„ზურგს უკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია…ამდენი ადამიანის დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო“ – მაკა რაზმაძე ფარულავას

ია და მაკა

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ტელეწამყვან ია ფარულავას სოციალური ქსელით მიმართავს. მას თვალთმაქცობასა და ზურგს უკან არასწორი ქმედებებში ადანაშაულებს. რაზმაძე არ აკონკრეტებს კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება, თუმცა კოლეგას ახსენებს, რომ რეიტინგის გამო ყველაფერზე წასვლა ამორალური საქციელია.

„პაროდიები ბევრი გაუკეთებიათ ჩემზე და თითქმის ყველა მათგანი მომწონს და მეც კარგად ვიცინი ხოლმე საკუთარ თავზე. ჩემი წარბების შესახებაც ბევრი მიცინია პაროდიებზე და არც ეს მიკვირს. მაგრამ ასეთი მდაბიო და დაბალი დონის „შუტკა“ არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რაც შენ დაუშვი შენს გადაცემაში. კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ-ეს ან იცი ან არა ადამიანმა და თუ არ გესმის ვეღარავინ აგიხსნის. მესტიაში ერთად ვიყავით ერთი სამეგობრო და თურმე სად ვარ. სწორედ იმ დღეებში რაები მოგიმზადებია… და რა ძალიან ცუდია ეს!თან რად გიღირდა -3 პროცენტიან რეიტინგად? 3 პროცენტს ორი დღის გახსნილ „იბერიაშიც“ კი არ ვწერდით არათუ ამხელა „რუსთავი-2ზე“ და მანდ გონიათ რომ გადაცემა აქვთ და ამ დაბოლებებით კმაყოფილდებიან? ამდენი ადამიანის განაწყენება და შეურაცხყოფა და დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო, ასე გააგრძელე“, – წერს მაკა რაზმაძე.

დაწერე კომენტარი