,,შევიწყალებ ყველა ადამიანს, ვინც მსჯავრდებულია ქმედებისთვის, რომლითაც სხვისთვის ზიანი არ მიუყენებია”- ზურაბ ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე

პრეზიდენტობის შემთხვევაში, შევიწყალებ ყველა ადამიანს, ვინც რაღაც სასჯელს იხდის, ან უფლებები აქვს შეზღუდული ისეთი ქმედებისთვის, რომლითაც ზიანი სხვა ადამიანისთვის არ მიუყენებია,  განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ეს პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკას ეხება. უამრავ ადამიანს, რომელიც დღეს დადის და პრობაციაზე ანაბეჭდს ტოვებს, თუ ხელს აწერს, ამის კეთება აღარ მოუწევს და მათ შორის, ბევრი შეზღუდული უფლება აღუდგებათ“, – განაცხადა გირჩის ლიდერმა.

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრედიდენტობის შემთხვევაში შეძლებს, თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდეს. პარალელურად, მისი თქმით, გააუქმებს 21-ე საუკუნის დაკანონებულ მონობას, სავალდებულო სამხედრო სამსახურს და საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის ნებისმიერ მუხლს წაიღებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს გაპრეზიდენტების შემთხვევაში თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას და წვევამდელთა სავალდებულო გაწვევის გაუქმებას, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თავდაცვა პრეზიდენტის პირდაპირი კომპეტენციაა და მას შეუძლია, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება გააუქმოს. ჯაფარიძის თქმით, თუ ეს მისი კომპეტენციაა, თავდაცვის ბიუჯეტის გასაორმაგებლად, ხელს არ მოაწერს ბიუჯეტის კანონს, სადაც თანხების ფლანგვისთვის უამრავი მუხლია ჩადებული.

 

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
34 წლის ოზურგეთელი პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, დღეს გარდაიცვალა
ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის შეუდარებელი შესრულება - "მხოლოდ ქართული" (ვიდეო)
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
დაწერე კომენტარი