თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ ამავე რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
კერძოდ, დეპუტატი ბერი გაბრიელის გამზირზე N 165, N 167 და N169 კორპუსების მიმდებარედ შიდა მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ამასთანავე, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მოისმინა.