ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს – მომღერალი უკანასკნელ გზაზე, სიმღერა „მელიქიშვილის გამზირის” ფონზე გააცილეს

ზურაბ დოიჯაშვილი

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ანჩისხატის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძრიდან მისი ცნობილი სიმღერის, „მელიქიშვილის გამზირის” ფონზე გამოასვენეს.

პანაშვიდს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.

„ადამიანი, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა და ზურასაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თბილისის მიმართ. ძალიან სამწუხაროა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კალაძემ.

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ის ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

დაწერე კომენტარი