ზურაბ აბაშიძემ რუს კოლეგასთან, კარასინთან შეხვედრაზე ახალი ტერიტორიების მიტაცება გააპროტესტა

პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ახალი ტერიტორიების მიტაცება რუს კოლეგასთან შეხვედრაზე გააპროტესტა. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების პრობლემებს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

„მე დასაწყისში ხაზი გავუსვი ჩვენს დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფა. ყოვლად მიუღებელი ხდება ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და ყოველივე ეს ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბრა.

loading…
გააკეთე კომენტარი!