ღვთისმშობლის შობის ტაძარში ზუზუ ბეჟაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობს მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

როგორც მსახიობმა ზაალ კუპრაშვილმა აღნიშნა, ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემა იყოს, რადგან ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.

„შეიძლება გულმა უღალატა, ვერ გაუძლო იმ ნერვიულობას, ცხოვრების იმ რიტმს, რა რიტმიც ჰქონდა”, – აღნიშნა ზაალ კუპრაშვილმა.

ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი