„გიორგი შაქარაშვილის საქმეში ზეციური არტილერია ჩართეს“ – ბასილ კობახიძე

კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება. კობახიძე წერს, რომ შსს-მ და პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეში „ზეციური არტილერია“ ჩართო. თეოლოგი თვლის, რომ საგამოძიებო უწყებებმა მეუფე იაკობი ადვოკატად დაიყენეს.

„გიორგი შაქარაშვილის საქმეში ზეციური არტილერია ჩართეს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მეუფე იაკობი დაიყენეს ადვოკატად და ალაპარაკებენ: პროკურატურა და შსს არავის აფარებს ხელსო. მრევლიც ფიქრობს, რახან ღმერთის წარმომადგენელი ამას ამბობს, მაშინ ეგრეაო, უფალმა უკეთ არ იცისო? ქრისტიანების ტვინებია დაჩიპული ასეთი ინფორმაციით: უზენაესი. ჭეშმარიტებაა. რასაც. ამბობს. ანაფორიანი. წვერმოშვებული. ტიპი. ეს ჩიპები უნდა ამოიღონ მაგათ“, – წერს კობახიძე.

დაწერე კომენტარი