ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყო

ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი ახალი სარეკრეაცო სივრცე გაიხსნა. მე-19 და 23-ე კორპუსებს შორის სკვერის მოწყობის სამუშაოები კრაწანისის გამგეობამ დააფინანსა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

ტერიტორიაზე განხორციელდა თვითნებურად განთავსებული ავტოფარეხისა და ჯიხურის დემონტაჟი, სადაც კაუჩუკის საფარიანი საბავშვო მოედანი მოეწყო. მომზადდა გამწვანების თარგები, რომლებიც შემოდგომაზე ახალი ნარგავებით შეივსება. შესრულებულ სამუშაოებს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

loading…
გააკეთე კომენტარი!